კომპანია ჯეო სტილი დაარსდა 2021 წელს. დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე ტიპის საწარმო, რომელიც ქართულ ბაზარზე მეტალურგიული გადამუშავების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებდა. მოკლე დროში ჩვენ შევძელით სანდო პარტნიორის რეპუტაციის მოპოვება და წარმოების მასშტაბების ზრდა.
ჩვენი ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ სრული ციკლის გადამუშავება.

ჩვენ ვახდენთ მეორადი ავტომობილის აკუმულატორების უტილიზაციას და გადამუშავებას. ტექნოლოგიური პროცესის შედეგად ვიღებთ მაღალი სისუფთავის ტყვიის სხმულებს, რომლებიც მზადაა შემდგომი ინდუსტრიული გამოყენებისთვის.
ტყვიის სხმულების სისუფთავე მერყეობს 99.7%-მდე, აკუმულატორების წარმოებისთვის საჭიროებს შემდგომ რაფინირებას.
სხმულებზე გავცემთ წარმოშობის სერთიფიკატსაც.

ვამუშავებთ ალუმინის ჯართს და ვაწარმოებთ სხვადასხვა მარკის ალუმინის სხმულებს. ჩვენი ლაბორატორიული კონტროლი უზრუნველყოფს, რომ მიღებული შენადნობი ზუსტად შეესაბამებოდეს მოთხოვნილ ქიმიურ შემადგენლობას.
ვამუშავებთ ნებისმიერი ტიპის ალუმინის ჯართს: ავტომობილების დეტალებს, თუნუქის ქილებს, საყოფაცხოვრებო გამოყენების ალუმინის ნივთებს და ა.შ.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 2 მარკის ალუმინის სხმულებს: DIN226 და AK5M2. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერი მარკის სხმულის წარმოებაც.
სხმულებზე გავცემთ წარმოშობის სერთიფიკატსაც.

ჯეო სტილის პრიორიტეტია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ხარისხის მუდმივი კონტროლი.

მეტალურგიული საქმიანობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კომპანიას გარემოს წინაშე. ჩვენ გვჯერა, რომ წარმოება არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე.

ჯეო სტილი არ ჩერდება მიღწეულზე. ჩვენი განვითარების სტრატეგია მოიცავს:
ხელი შევუწყოთ რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთხოვნებს.